შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს, პარლამენტში ოპოზიციის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საკანონმდებლო ორგანოში ციხელაშვილს დღეს ელოდებიან. ირაკლი კვარაცხელიას საქმე ერთ-ერთი იქნება, რაზეც სახელმწიფო მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. რეგიონული განვითარების კომიტეტის სხდომაზე კითხვებს ასევე დასვამენ საერთაშორისო არენაზე რუსეთთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პასიურობაზე.
"საერთასორისო ასპარეზზე პრაქტიკულად საქართველოს პოზიციები მორღვეულია, არ ხდება ადექვატური მოთხოვნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხშეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაციაზე არის გამოცხადებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს თაობაზე აღარავინ აღარ საუბრობს სწორედ ამ მავნებლური და დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფება ატარებს,"-აცხადებს გიორგი ბარამიძე.
დღესვე სხდომაზე ინიციატივის წარდგენას აპირებს "ევროპული საქართველო," რომელიც ე.წ. საზღვართან მცხოვრებლებისთვის სპეციალური შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებს მიენიჭოთ ისეთივე შეღავათები, როგორითაც დღეს სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებები იმისთვის რომ არ დაიცალოს ეს დასახლებები. პირველ რიგში ეს გულისხმობს რა თქმა უნდა საგუშაგოების გაძლიერებას,"-აცხადებს ოთარ კახიძე.