თბილისის გენერალური გეგმა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. ოპოზიცია დედაქალაქის განვითარების მთავარ დოკუმენტში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
მათი განცხადებით, თბილისის მერიის მიერ კოეფიციენტების შემცირებაზე გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, გენერალურ გეგმაში მთავარი აქცენტი ბიზნეს ინტერესებზეა გაკეთებული.
სწორედ ამიტომ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გენერალურ გეგმას მხარს არ დაუჭერენ.
„ამ დოკუმენტში, რომელსაც გენერალურ გეგმასთან ერთად მიიღებენ, უამრავი გამონაკლისია, სადაც ამბობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ზონალური შეთანხმებაც გავაკეთოთ, კოეფიციენტიც გავზარდოთ. მოკლედ, მაკრატელი ჩვენ გვაქვს, ნემსი ჩვენ გვაქვს, როგორც გვინდა შევკერავთ, როგორც გვინდა გავჭრით. გენერალური გეგმა, რომელიც გამოშიგნულია და მივიღეთ კალაძის ბიზნესგეგმა, მხარს ვერ დავუჭერთ,“-განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.