19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვეღარ ააშენებს - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმროს ვეღარ ააშენებს - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის განმარტებით,  თაბორის განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ვეღარ აშენდება.

კალაძის თქმით, გაცემულია გეგმარებითი დავალება, თუმცა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ მონაკვეთზე მშენებლობა მისაღები არ არის.

მერის თქმით, ოდიშარია მისი მეგობარია და ამას არც მალავს, თუმცა ის სასტუმროს ვეღარ ააშენებს. კალაძე ამბობს, რომ ოდიშარია რომ არ დაზარალდეს მას მიწას სხვა ადგილზე გადასცემენ.

კალაძე-ის სურათის შედეგი"მიწის ნაკვეთი ეკუთვნის პარლამენტის წევრ ბექა ოდიშარიას. ბექა არის ჩემი მეგობარი, მე აქ დასამალი არაფერი მაქვს.

თუმცა, მეგობრობა და ის, რომ  ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, მნიშვენელოვანია, თუმცა  ჩვენ ყველანი პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს და გამოვდივართ დედაქალაქის ინტერესებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთზე, იმ ზონებით, რომელიც ადევს დღეს,  შესაძლებელია მშენებლობა პროექტის განხორციელება, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან. ბექა არის კეთილსინდისიერი მფლობელი ამ მიწის და რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევებში მოხდა“-განაცხადა კალაძემ.

 

დღის ამბები