პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. სალომე ზურაბიშვილი ერევანში სომეხ კოლეგას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთანაც.
სახელმწიფო დელეგაციაში დეპუტატებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.
„დღეს პირველი შეხვედრა იქნება ორ პრეზიდენტს შორის შემდეგ იქნება სამუშაო სადილი პრემიერთან, შემდეგ საღამოს კვლავ იქნება ოფიციალური მიღება პრეზიდენტის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სომხეთის კათალიკოსთან შეხვედრა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე აცხადებს, რომ ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს შეხვედრები ქართულ და სომხურ მხარეს საშუალებას მისცემს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა გააღრმავოს.