19 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
საიდუმლო ხელშეკრულება "გაზპრომთან" - ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს და ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს 

"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობა ისევ საიდუმლოდ ტოვებს. რაზე შეთანხმდა თბილისის მოსკოვთან უცნობია. საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ამტკიცებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაზპრომთან მოლაპარაკებაზე ქვეყნის ინტერესები დაიცვა და ახალ ხელშეკრულებას წინა კონტრაქტზე უკეთესი პირობებით გააფორმებს. თუმცა რა არის ეს უკეთესი პირობა, ამას დავით ზალკალიანი საიდუმლოდ ტოვებს.

კახი კალაძის მიერ დადებული პირობების გასაიდუმლოების შემდეგ ახალ შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ მარტის ბოლოს უნდა გაფორმდეს, კიდევ უფრო დიდ გამოცანად რჩება. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველო რუსეთიდან გაზს უფრო დაბალ ფასად მიიღებს, ხოლო ტრანზიტის საფასური მოქმედზე მეტი იქნება. რა და რამდენით მეტი - ეს კითხვა არაერთი მცდელობის მიუხედავად, უპასუხოდ დარჩა. 

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალების გასაგებად „ევროპული საქართველო“ ეკონომიკის მინისტრს პარლამენტში იბარებს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროება დღეს საგანგებო პრესკონფერენციაზე მოითხოვა.

საქართველო წლების განმავლობაში რუსეთიდან სომხეთში გატარებული აირისთვის, გაზის მეათედს უფასოდ იღებდა. ახლა კი ოპოზიციის ინფორმაციით, ქვეყანა ყოველწლიურად ათობით მილიონით ზარალდება და ხელისუფლების საიდუმლოც სწორედ ამაშია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დარწმუნებულები არიან, რომ გაზპრომის გეგმები საქართველოში გაცილებით უფრო შორს მიდის და მას საქართველოს ენერგოსექტორში საფუძვლიანად შემოღწევა უნდა.

დღის ამბები