საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდონეზიის საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე-სპიკერს 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში ინდონეზიის საელჩოს წარმომადგენლობის გახსნა. აქცენტი ქვეყნებს შორის სხვადსხვა სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გაკეთდა.