19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დღეს დასრულდება

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი ერევანში დღეს სრულდება. დღის ბოლის
საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი შედგა. სახელმწიფოს ლიდერებმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ორ ქვეყანას შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

სალომე ზურაბიშვილმა მეზობელ ქვეყანასთან კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

"კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების გარდა გვჭირდება ზოგადად, თანამშრომლობის სპექტრის გაფართოება ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს საიმისოდ რომ ვიყოთ ძლიერი განვითარებული ქვეყნები და კავკასიას დავუბრუნოთ ის დანიშნულება, რაც მას ისტორიულად ჰქონდა“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

დღის ამბები