19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
მამუკა ბახტაძე ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-იაპონიას შორის თანამშრომლობისა და ეკონომიკური პოტენციალის განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

„საქართველოს და იაპონიას შესანიშნავი თანამშრომლობა აკავშირებს ყველა მიმართულებით და მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი წარმატებული ორმხრივი ურთიერთობის ახალ სიმაღლეებზე აყვანის საშუალებას მოგვცემს,“ - განცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები