„ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში,“ - ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა ოპონენტების კრიტიკას.
ქაცარავასთვის ოპოზიციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება, მიუღებელია.
სოფო ქაცარავა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ინციდენტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაც მოხდა და აუცილებლად უნდა იყოს ეს ინციდენტი გამოძიებული. ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ის, რაც მოხდა, მაგრამ მე ამ შეფასებას ვერ დავეთანხმები, მეორე მხარეს არის რუსეთი, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, არანაირად არ არის ეს დათმობის პოლიტიკა, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში,“ - ამბობს სოფო ქაცარავა.