საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაზე ამერიკის საელჩოში იმყოფებოდნენ.
მათ შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტი გააცნეს.
შეხვედრის შემდეგ ბესელიამ ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ირაკლი კობახიძის კანოპროექტი გააკრიტიკა.
"კობახიძის პროექტი არის რეალურად არადემოკრატიული და ძალიან სახიფათო იქნება. ამ პროცესს მთლიანად გადაიყვანს იუსტიციის საბჭოსთვის სასურველ რელსებზე,"-განაცხადა ბესელიამ.