19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ხურვალეთში ოკუპანტების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე აღარ ვრცელდება

სამოქალაქო აქტივისტებმა მთელი ღამე სოფელ ხურვალეთთან გაათენეს. გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ოკუპანტების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია აღარ ვრცელდება.

პოლიცია სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალებას კვლავ არ აძლევს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი აცხადებს, რომ ძალოვნებმა მათი შეშვებისთვი დამატებითი დრო ითხოვეს.

დავით ქაცარავა ეჭვობს, რომ მოსალოდნელია, ადგილობრივების ნაწილი მოამზადონ იმისთვის, რომ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულონ.

 

 

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

დღის ამბები