19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
"კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში" - დავით მათიკაშვილი თანაგუნდელის სახლის გაქურდვაზე

არჩილ თალაკვაძის სახლის გაქურდვას თანაგუნდელები ეხმაურებიან. ქართული ოცნების  წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალს შინაგან საქმეთა სამინისტრო ებრძვის.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, კრიმინალის წინააღმდეგ ქვეყნის მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას. 

დეპუტატი კრიმინალთან ბრძოლაში სხვა ქვეყნების მაგალითსაც იშველიებს და ამბობს, რომ საქართველო არ არის გამონაკლისი სახელმწიფო, რომელიც ჰუმანურ პოლიტიკას აწარმოებს.

დაკავშირებული სურათი„ზოგადად, ქვეყანაში საზოგადოება კარგად ამჩნევს, რომ კრიმინალთან ბრძოლა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ეს როგორც ნარკოდანაშაულებს ეხება და ამის შესახებ სტატისტიკა გამოქვეყნა შსს-მ, ასევე წვრილმან დანაშაულებს, ასევე ძარცვას და ქურდობას. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, თუ რა პოლიტიკას აწარმოებს სახელწმიფო, სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ვგულისხმობ. მიდის ყოველდღიური ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, მაგრამ ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ რბილი, ჰუმანური პოლიტიკის პირობებში, ზოგადად, არ არის საქართველო გამონაკლისი,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გაქურდეს. ამის შესახებ კურიერს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. ფაქტი ნუცუბიძის პლატოზე მოხდა. მძარცველები მე-12 კორპუსის მესამე სართულზე თალაკვაძის საცხოვრებელ სახლში ვერანდიდან შევიდნენ და სეიფი მოიპარეს. სეიფში თალაკვაძე ფულს და იარაღს ინახავდა.

დღის ამბები