19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევა - იურიდიულ კომიტეტს ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარ წინადადებას წარუდგენს

იურდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კრიტერიუმებზე მსჯელობენ. სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მივიდა. ის საკანონმდებლო ორგანოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით წინადადებას წარუდგენს.

ინიციატივა ნაზი ჯანეზაშვილისა და იუსტიციის საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის, მიერ არის მომზადებული.

ჯანეზაშვილის თქმით, წინადადების მთავარი მიზანია, რომ სასამართლო სისტემას კლანური მმართველობა ჩამოშორდეს.

ნაზი ჯანეზაშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენი წინადადებები ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად პრინციპს. აქედან უმნიშვნელოვანესია საბაზისო საკითხები, როგორიცაა კონკურსის გამოცხადება, ინტერესთა კონფლიქტის პროცედურები. ასევე გვაქვს წინადადებაში, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი პრინციპებისა დაც მოსამართლეების კონკურსები სპეციალიზების მიხედვით გამოცხადდება.  ასევე, ჩვენ შევთავაზეთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნას, რათა საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში მაქსიმალურად მაღალი უნდა იყოს.

"ჩვენი წინადადების სულისკვეთება გახლავთ ის, რომ არ მოხდეს სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის კლანის აქტიური წარმომადგენლები და მხარდამჭერები. ამ მთავარ საკითხს რომელი დეპუტატის მიერ მომზადებული პროექტი გაიზიარებს, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ქალბატონმა ეკა ბესელიამ, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, აქამდეც იცოდა, რა ხდებოდა სისტემაში, თუმცა, ამ თემაზე ხმას არ იღებდა,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატების მიერ მომზადებულ სამ კანონპროექტს განიხილავენ. გუშინ კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული სამი ინიციატივა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 8 საათში განიხილა. მმართველმა უმრავლესობამ ყოფილი თანაგუნდელების და ევროპული საქართველოს კანონპროექტები ჩააგდო და მხარი ირაკლი კობახიძის ჯგუფის მიერ მომზადებულ ვარიანტს დაუჭირა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები