19 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
"ყველას ვაჩვენეთ რა ძალა ვართ, ვნახავთ რას ვუზამთ საპარლამენტო არჩევნების დროს"-გრიგოლ ვაშაძე

სასტუმრო ბილტმორში, სადაც ამ წუთებში „ახალი საქართველოს“ ყრილობა მიმდინარეობს, გაერთიანებული ოპოზიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები იმყოფებიან. ღონისძიების მონაწილეებს უკვე მიმართა გაერთიანების ლიდერმაც. გრიგოლ ვასაძემ იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებულმა ოპოზიციამ მიაღწია და აღნიშნა, რომ „ახალი საქართველოს“ წვლილის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

„ის წარმატება არის მნიშვნელოვანი, თითქმის გადამწყვეტი, მაგრამ მაინც ერთი ნაბიჯი გადადგმული გამარჯვებისკენ და გამარჯვება აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ იმიტომ, რომ ეს არც ჩვენ  პირად კეთილდღეობას ეხება, არც კაბინეტებს, არც პატივმოყვარეობას, ეს ყველაფერი ჩამოვიდა ჩვენი ოჯახების დონეზე. განადგურდება ეს ქვეყანა, დავკარგავთ სახელმწიფოებას თუ მოგვიწევს ყველას ემიგრაციაში წასვლა თუ დავრჩებით აქ და მივაღწევთ იმ მიზანს, რაც მომავალი თაობის ოცნება იყო ვიცხოვროთ ევროპულ, დემოკრატიულ, თავისუფალ საქართველოში რომელიც გათავისუფლებული იქნება ბიძინა ივანიშვილის ერთ პიროვნული და ერთ პარტიული მმართველობისგან. აი დღეს ასე დგას ეს საკითხი და ამის ერთადერთი გარანტია დრეს არის გაერთიანებული ოპოზიცია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც იფიქრებს ინოვაციებზე და მოქალაქეების დასაქმებაზე.

„არაფერი არ უშველის საქართველოს წარმოების და ინოვაციების გარდა. თხილზე და ღვინოზე ჩამოკიდებული ქვეყნის  წარმატება არავის არ გაუგია,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა,  რომ ამის მიღწევა შესაძლებელია კოალიციური მთავრობის პირობებში.

მისივე თქმით, ქვეყანას ჰყავს მმართველი რომელიც საქართველოს უყურებს როგორც თავის ბიზნეს პროექტს და ე.წ. ხელისუფლება სუს-ის დახმარებით მართავს საქართველოს.

Image result for გრიგოლ ვაშაძე„ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ენმ-ს არ შეიძლება ჰყავდეს მოკავშირეები. ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ოპოზიციამ მთლიანად რაღაც სექტა არის, რომელიც რაღაც ხმებს ვერ გაცდება იმიტომ რომ გინდა არ გინდა ერთ კაციანი რაღაც პარტიები მიკედლებულია ენმ-ს. ყველას ვაჩვენეთ რა ძალა ვართ. თითქმის შიშველი ხელებით 900 ათასი ხმა წავგლიჯეთ ვითომ ხელისუფლებას და ვნახავთ რას ვუზამთ საპარლამენტო არჩევნების დროს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

დღის ამბები