19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
სამთავრობო საათი პარლამენტში - მინისტრების მისვლის დროსა და თარიღს ბიუროს სხდომაზე განსაზღვრავენ 

სამთავრობო საათი პარლამენტში - მინისტრების საკანონმდებლო ორგანოში მისვლის დრო, დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა გაიწეროს. ამ დროისთვის არსებული ინფომრაციით, პრემიერ-მინისტრი დეპუტატებს ანგარიშს კვირის ბოლოს ჩააბარებს, თეა წულუკიანს კი სესიაზე ოთხშაბათს ელოდებიან.

ოპოზიცია მწვავე კითხვებისთვის ემზადება. მათ შორის იქნება  გამოუძიებელი საქმეები და სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებული საკითხები.

„გამოუძიებელ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება მისი უწყების მუშაობას, პირველ რიგში სწორედ წულუკიანი უნდა ხდებოდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი და რა თქმა უნდა მასთან შეკითხვები გვექნება ყველა ამ  საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც.

"რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, ის დაბარებულია კონკრეტულად კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით. რა გეგმები აქვს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას ამ ვითარების გამოსასწორებლად,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პრემიერ-მინისტრთან ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი მოგვარების გზებზე ექნება კითხვები, “ევროპულ საქართველოს“.

„მოსამართლეების მთელი ეს პრობლემა დაკავშირებულია თეა წულუკიანთან და ბუნებრივია ამ მიმართულებით გვექნება სერიოზული კითხვები, რატომ ლობირებს ის დღემდე მოსამართლეებს.

პრემიერ-მინისტრთან ყველაზე დიდი პრეტენზია არის რა საკვირველია დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა,“-აცხადებს სერგო რატიანი.

ოპოზიციისგან განსხვავებით, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას, დაგეგმილ რეფორმებზე და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მოგებულ საქმეებს ისაუბრებენ, მმართველ გუნდში.

„თეა წულუკიანთან პირველ რიგში ალბათ გვექნება შეკითხვა იმ მოგებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ მოუგო რუსეთს, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში. ამ საკითხების ირგვლივ იქნება მსჯელობა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან შეკითხვებს, აქ იქნება საკითხები განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც დაანონსდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან განათლების სფეროში,“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები