19 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
კიდევ უფრო ვუფართოვებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს - ბესელია და მისი თანაგუნდელები კობახიძის ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებენ

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების წესი და შერჩევის კრიტერიუმები - პარლამენტის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის კიდევ 6 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, კამათის ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობამ მწვავე კრიტიკა "ქართული ოცნების" ყოფილი წევრებისგან დაიმსახურა. ეკა ბესელია და მისი თანაგუნდელები ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ყველაზე ცუდი მოდელია.

ბესელიას განცხადებით, კობახიძეს და პროექტის ავტორებს, მოსამართლეთა შერჩევა-გამწესების პროცესში პარლამენტის როლი მინიმუმამდე დაჰყავთ.

„კიდევ უფრო გაუმართლებლად ვუფართოებთ უფლებამოსილებას იუსტიციის საბჭოს, რაც არის გაუგებარი“-ამბობს ბესელია.

მისი განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ მოსამართლეებს ეძლევა, რომლებიც ან ახლა მუშაობენ მოსამართლეებად, ან ბოლო წლებში მუშაობდნენ.

ეკა ბესელია-ის სურათის შედეგი„რეალურად ეს მოდელი, რომელიც წინაპირობების სახით ჩანს კონკურსში მონაწილე პირთათვის ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს,რომლებიც მოსამართლედ მუშაობს დღეს ან ბოლო წლებში მუშაობდა მხოლოდ იმათ ვეუბნებით, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა კონკურსში შემოიტანოთ განაცხადი,“- განაცხადა ბესელიამ.

გედევან ფოფხაძის აზრით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია გავლენა მოახდინოს პროცესებზე. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ინტერესთა კონფლიქტი რეალურად გამორიცხული არ არის.

გედევან ფოფხაძე პარლამენტი-ის სურათის შედეგი„ამბობთ,რომ ინტერესთა კონფლიქტი ნიშნავს იმას, რომ ადამიანი, რომელიც არის თვითონ ასარჩევი თავის არჩევნებში არ იღებს მონაწილეობა, ამას ვერ დავეთანხმები, ეს ადამიანი სხვების არჩევაშიც არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, საერთოდ უნდა ჰქონდეს შეჩერებული უფლებამოსილება, როდესაც მიდის კენჭისყრები,  მაგრამ  რეალობა არის ის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრს შეუძლია პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს. თუ ჩვენ არ ვწერთ კანონს ჩინჩალაძისთვის და მისი გარემოცვისთვის, მაშინ მინიმუმ ვინც ახლა საბჭოს წევრია და უნდა მოსამართლეობა უნდა გადადგეს საბჭოს წევრობიდან,“ - აცხადებს ფოფხაძე.  

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურების შესახებ სამი ალტერნატიული კანონპროექტი მომზადდა.

ერთი დოკუმენტი ირაკლი კობახიძემ და უმრავლესობის ექვსმა დეპუტატმა მოამზადა, მეორე კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია და თავის თანამოაზრეები არიან, მესამე პროექტი კი “ევროპულ საქართველოს“ ეკუთვნის.

დღის ამბები