19 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
"ლოგიკურია, რომ ის იყოს ლიდერი, როგორც თავის პარტიაში, ისე გაერთიანებულ ოპოზიციაში" - ხარატიშვილი ვაშაძეზე 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ფიქრობენ, რომ გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევა სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძეს ხმა 800 ათასამდე ამომრჩეველმა მისცა და ის რეალური ლიდერია. მისი განცხადებით, ლოგიკური იქნება, რომ გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერიც იყოს.

Image result for ზურაბ ხარატიშვილი„მან ფაქტობრივად პრეზიდენტის არჩევნები მოიგო და რომ არა დიდი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსები ბატონი გრიგოლი იყო გამარჯვებული. აქედან გამომდინარე ძალიან ლოგიკურია, რომ ის იყოს ლიდერი, როგორც თავის პარტიაში, ისე გაერთიანებულ ოპოზიციაში,“-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანების ”სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის” თავმჯდომარემ,ზურაბ ხარატიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს პარტიის თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის არჩევისკენ მოუწოდებს. ვიდეო მიმართვაში, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დღეს დილით გაავრცელა, საუბარია პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე. 

სააკაშვილის თქმით, მას არ ეძლევა ქვეყანაში შემოსვლის საშუალება, რაც დამაბრკოლებელი ფაქტორია პარტიულ საქმიანობაში. მისივე განმარტებით, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებმა კარგად აჩვენა გაერთიანებული ოპოზციის ერთიანი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პოტენციალი. თუმცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი პირადი სიმპათიებისა, ახალი ლიდერი პარტიამ საყოველთაო კენჭისყრით უნდა აირჩიოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები