19 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ნაცვლიშვილი ზარდიაშვილს - ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, ანა ნაცვლიშვილი პასუხობს. საუბარია ვანო ზარდიაშვილის ბრალდებაზე, რომ მესამე სექტორი მოსამართლეთა შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს ანა ნაცვლიშვილის უზენაეს სასამართლოში გაყვანის გამო იწუნებს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის გამოსვლები მის ინტელექტზე მეტყველებს.

Image result for ანა ნაცვლიშვილი„ამ სამ საათიანი ყველა ერთ ხმაში მოლაპარაკე ადამიანის დასაბუთებული კომენტარებისგან ზარდიაშვილმა მხოლოდ ამ დასკვნის გამოტანა შეძლო. ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობაზე. მე ამაზე კომენტარს სერიოზულს ვერ გავაკეთებ. უბრალოდ არის ასეთი გამოთქმა, რომელიც მახსენდება ამ წუთში, რომ - ყველა თავისი გარყვნილების ხარისხით ზომავს. და ზარდიაშვილი ყველაფერში საკუთარ გამორჩენას ეძებს და ამიტომ ჰგონია, რომ ყველა იმიტომ იბრძვის, იმიტომ დგას პოზიციებზე რომ რაღაც გამორჩენა მიიღოს ამ პროცესისგან. ეს განცხადება ზარდიაშვილის დიაგნოზია,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ვანო ზარდიაშვილის მტკიცებით, მესამე სექტორი კანონპროექტიდან მოსამართლეებისთვის გამოცდის ჩატარების გაუქმებას იმიტომ ითხოვს, რადგან ანა ნაცვლიშვილი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით აპროტესტებენ ისინი კანონპროექტის შინაარსს, რათა ნაცვლიშვილი უზენაეს სასამართლოს მოსამართლედ გაიყვანონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები