"ნაციონალური მოძრაობა" ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება. პარტია კვირის ბოლოს ახალ ლიდერს, ახალი წესებით აირჩევს. ეს იქნება პირველი შემთხვევა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, როდესაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერს ელექტრონული კენჭისყრით აირჩევენ.
ყრილობა სასტუმრო „ბილტმორში“ 24 მარტს ჩატარდება. ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობას გრიგოლ ვაშაძე დაიკავებს.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს საქართველო მოქალაქეობა შეუწყვიტეს მას ამ პოსტის დაკავების სამართლებრივად აღარ შეეძლო, უკვე რამდენიმე წელია პოსტი ვაკანტურია.
ახალი თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი დღეს მიხეილ სააკაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად განიხილა. სააკაშვილი სხდომაში skype-ით მონაწილებდა. დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს შუალედურ არჩევნებზეც. ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარტია სანდრა რულოვსისა და ნიკა მელიას კანდიდატურებს განიხილავს. გადაწყვეტილებას კი 24 მარტის ყრილობაზე გამოაცხადებს.
პარტიაში პოლიტიკურ ცვლილებები დღეს მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვის დროს დააანონსა, ნაციონალურ მოძრაობის ლიდერის განცხადებით ივანიშვილზე გამარჯვება მხოლოდ კოალიციურ ერთობას შეუძლია. ამ ერთობაში კი განახლებული "ნაციონალური მოძრაობის" როლი დიდი იქნება, ამიტომ სააკაშვილი პარტიაში ახალ სახეებს ელოდება და ახალი თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს.