19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მდუმარე დეპუტატები - 2018 წელს 150 დეპუტატიდან 30-ს მიკროფონი არც ერთხელ ჩაურთავს 

არასამთავრობო ორგანიზაცია, “ფლანგვის დეტექტორი” 2018 წლის იმ დეპუტატების სიას აქვეყნებს, რომელთა შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცის და საკანონმდებლო ორგანოში აქტიურობდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთი პარლამენტში სულ 30 დეპუტატია, მათგან 24 მმართველი პარტიის წევრია.

სიაში მოხვედრილი პარლამენტის წევრების შენახვა მოსახლეობას მილიონ 657 ათასი დაუჯდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დეპუტატებს პარლამენტში არ უსარგებლიათ სიტყვის უფლებით, არ გაუკეთებიათ კომენტარი, არ დაუსვამთ კითხვა და შესაბამისად საკანონმდებლო საქმიანობაში სრულფასოვნად არ მიუღიათ მონაწილეობა. ამასთანავე სიაში მოხვედრილი დეპუტატები გამოირჩევიან საპარლამენტო სხდომების გაცდენით.

“ისინი არ აკეთებდნენ კომენტარს არც ერთ საკითხზე, რაც პარლამენტში განიხილებოდა. ისინი არ სვამდნენ შეკითხვებს. ფაქტიურად გამოთიშული იყვნენ საპარლამენტო საქმიანობას მთლიანად. ამ 30 დეპუტატიდან აღსანიშნავია, რომ 24 არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელთაგანაც ორი ენზელ მკოიანი და გიორგი კოპაძე წინა წლებშიც არიან შემჩნეული მსგავს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში. 2018 წელს საქართველოს მოსახლეობამ ამ ადამიანებს საკუთარი ჯიბიდან  გადაუხადა მილიონ ექვსასორმოცჩვიდმეტი ათასი ლარი,“-განაცხადა ”ფლანგვის დეტექტორის” მკვლევარმა დავით მჟავანაძემ. 

დღის ამბები