როგორ გადაიქცა საქართველო ბიზნესუტოპიიდან ინვესტორთა სასაფლაოდ - ელიტური კორუფციისა და ბიზნესის შევიწროების ფაქტებზე საერთაშორისო მედია ალაპარაკდა. გამოცემა New Europe-ის სტატია ამერიკული დეველოპერული კომპანიის, იკონია კაპიტალის პრობლემებს ეთმობა.
სტატიის სათაურში ნათქვამია, რომ ქვეყანა ახლა ინვესტორთა სასაფლაოდაა გადაქცეული, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას უტოპიური ბიზნესგარემოთი აწონებს თავს.
სტატიაში საუბარია ყოფილი პარლამენტის წევრისგან მომდინარე ზეწოლაზე, სხვადასხვა მუქარაზე. სტატიის ბოლოს კი აღნიშნულია, რომ ეს არის გაფრთხილება ამერიკელი და ევროპელი ინვესტორებისადმი.
სტატია საკუთარ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე ბერლამონტმა გადაბეჭდა, რომელიც არის ევროკომისიის, ევროპარლამენტის და სხვა ევროსტრუქტურების არაოფიციალური ტვიტერ გვერდი, რომელსაც ბრიუსელში პოლიტიკოსები კითხულობენ.
„დაგვიპირისპირდა ოპონენტების მცირე, მაგრამ გავლენიანი ჯგუფი, რომელსაც სურდა ჩვენი მიწის ნაკვეთის უკანონოდ ხელში ჩაგდება, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. კონფლიქტი, რომელმაც ჩვენი ინვესტიცია გაანადგურა საქართველოში, დაიწყო ჩვენი ოპონენტების ზეწოლით თბილისის მერიაზე. 4 წლის განმავლობაში ვნახეთ, როგორ გადაიზარდა ის სერიოზულ, მრავალწლიან დავაში სიკვდილის მუქარით, პოლიტიკური ინტრიგებით, შეუსრულებელი დაპირებებისა და ხელისუფლების მხრიდან გარანტიების გრძელი სიით.
მათ უარი გვითხრეს სამართალზე სასამართლოებში და დაუშვეს, რომ ჩვენი ბიზნესო წლობით გაყინულიყო. ეწეოდნენ ჩვენს დისკრიმინაციას პოლიტიკასთან კავშირში მყოფი ჩვენი თავდამსხმელების დაცვით. პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვებში საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერის პოზიციაზეა და საერთაშორისო ბიზნესის ცენტრადაა აღიარებული. პოლიტიკოსების ამ განცხადებებთან ერთად ეროვნული საინვესტიციო სააგენტოც აქტიურად განაგრძობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, განსაკუთრებით დასავლეთიდან, მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ დუმს, როდესაც ჩვენს მსგავს პრობლემებს აწყდება, ასეთი პრობლემები კი საგანგაშოდ ხშირად ხდება. დაე, ჩვენი ამბავი გაფრთხილება იყოს ამერიკელი ინვესტორებისთვის.
ვიდრე მთავრობა და სასამართლოები არ აჩვენებენ, რომ შეუძლიათ პატივი სცენ საერთაშორისო შეთანხმებებს, ვიდრე არ დაამტკიცებენ, რომ კანონის უზენაესობა აღდგენილია, ჭკვიანური იქნება, თქვენი ბიზნესი სადმე სხვაგან გადაიტანოთ,“ - აღნიშნულია სტატიაში.