19 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"კენჭისყრა ყუთით და ფურცლებით", "კიდევ სცადეთ „კოკა-კოლას“ გათამაშებასავით“ - ოპოზიციის შეფასებები განმეორებით კენჭისყრაზე

„ხომ არ სჯობია, რომ ისეთი კენჭისყრა იყოს - ყუთით და ჩამოვატაროთ ფურცლებით და ა.შ. რომ სერიოზულად მიუდგნენ დეპუტატები. რას იტყვით? ხომ არ დამთანხმდებოდით?“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ, საპარლამენტო უმრავლესობის მისამართით გააკეთა.

პარლამენტში ხმაური მოჰყვა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრას, როდესაც კვორუმი ვერ შედგა და კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ჯერზე პრობლემები ჰქონდათ თქვენი გუნდის დეპუტატებს და აქ რაღაც დიდი ვნებათაღელვაა, ხომ არ სჯობია, რომ ისეთი კენჭისყრა იყოს - ყუთით და ჩამოვატაროთ ფურცლებით და ა.შ. რომ სერიოზულად მიუდგნენ დეპუტატები. რას იტყვით? ხომ არ დამთანხმდებოდით? მგონი, რაღაც ეპოქალური კენჭისყრა არის და არ მინდა, რომ კიდევ ვინმემ შემთხვევით არასწორ ღილაკს მიაჭიროს ხელი,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, უპასუხა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას წაგების გამოცდილება დაგროვებული აქვს.

„თქვენ გამოცდილება გაქვთ, ექვსი არჩევნები გაქვთ წაგებული და ეტყობა, გამოცდილება დაგიგროვდათ ამასთან დაკავშირებით, რას შვებით კენჭისყრის მერე იმედგაცრუების შემდეგ,“ - ამბობს კობახიძე.

კენჭისყრასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.

„საკითხი დაამატეთ, ეს რას ნიშნავს, ხელახლა უნდა გამობრძანდეთ ხომ ტრიბუნასთან და გამოიტანოთ? მაშინ კიდევ სცადეთ „კოკა-კოლას“ გათამაშებასავით,“ - მიმართა ნადირაშვილმა კობახიძეს.

ამ განცხადებების შემდეგ კი ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რის გამოც, განმეორებითი კენჭისყრა აღარ ჩატარდა.

ოცნების ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ, კვაჭანტირაძის აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიციურად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ძალიან მძიმე სანახავია ეს ყველაფერი“.

საბოლოოდ კი ირაკლი კობახიძემ ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ფასეულობებსა და ღირებულებებზე“ ის ადამიანები საუბრობენ, „რომლებთანაც მთლიანად არის შეუთავსებელი ეს ორივე კატეგორია“.

კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან პირველ კენჭისყრაზე ვერ გადააყენეს. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო, კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი მხოლოდ 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, სესიაზე ტექნიკური ხარვეზი მოხდა - დეპუტატებს წითელი და მწვანე ღილაკები აერიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები