პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან წასვლის განაცხადს განიხილავენ. მას შემდეგ, რაც განაცხადი ძალაში შევა, კანონმდებლები მის შემცვლელზე მსჯელობას დაიწყებენ. დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურად უმრავლესობამ ბექა ოდიშარია დააყენა. ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალების მიუხედავად, უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის პოსტიდან გადასაყენებლად ხმები ვერ მოაგროვა. ვითარება თავად კვაჭანტირაძემ განმუხტა და დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.