19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
თეა წულუკიანი პარლამენტში 12:00 საათის ნაცვლად, დღის მეორე ნახევარში მივა

თეა წულუკიანი ხელისუფლებისთვის წამოყენებული ულტიმატუმისა და პოსტის შენარჩუნების შემდეგ პარლამენტში ანგარიშით წარდგება. მინისტრი საკანონდებლო ორგანოში დღის მეორე ნახევარში მივა.

როგორც ცნობილი იყო წულუკიანს ანგარიში დეპუტატებისთვის 12:00 საათზე უნდა წარედგინა, თუმცა პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული რეგლამენტით, იუსტიციის მინისტრი კანონმდებლების წინაშე ანგარიშით მას შემდეგ წარდგება, რაც პარლამენტი უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის ინიცირებული კანონპროექტის მოსმენას დაასრულებს.

დეპუტატებს მინისტრთან მწვავე კითხვები აქვთ. ოპოზიციაში ყველაზე მეტად აინტერესებთ, როგორ ახერხებს „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტის "ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი წევრი," მუდმივად თანამდებობის შენარჩუნებას და რა იყო მისი და მამუკა ბახტაძის ბოლო უთანხმოების მიზეზი.

დღის ამბები