ჩინჩალაძეს ზეთვისებები აღმოაჩნდა ან ხელისუფლებაა ძალიან უვარგისი ან ორივე ერთად - ადა მარშანია უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის წესზე საუბრობს და აცხადებს, რომ კლანის მმართველობა უვარგისის ხელისუფლების არსებობაზე მეტყველებს.
ადა მარშანიას თქმით, ჩინჩალაძის კლანმა "წინააღმდეგობის ბასტიონი აჩვენა." მისი თქმით, სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები ქვეყნისთვის დამაზიანებელია. მარშანია ამბობს, რომ სასამართლოში არსებულმა ბანდამ ქვეყანა "კამორად აქცია."
„ეს რა ზეთვისებები მატარებელი აღმოჩნდა ეს ვინმე ბატონი ჩინჩალაძე თუ უვარგისი და ძალიან მძიმედ უვარგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე? თუ ეს ერთობლივია, ზეთვისებები, რაღაც საოცარი ბატონი ჩინჩალაძისა, თურმე რა უნარები ჰქონია ამ ბატონს მობილიზების, ერთად დგომის, ბრძოლის, კლანი ჰქვია ამას, ბანდა ჰქვია, "კამორა" ჰქვია ამას, თუ მაფია ჰქვია რა მნიშვნელობა აქვს და პლუს ამას დამატებული უარესი ხალისუფლება და ბასტიონი მივიღეთ პირდაპირ წინააღმდეგობისა,“-აცხადებს ადა მარშანია.