19 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
გამოწვევებზე მერე უნდა ისაუბროთ ქალბატონო თეა? ვერ გავიგე და გამომრჩა?... თავი ამორგეთ ტელეფონიდან ბატონო გიგა - კამათი წულუკიანსა და ბოკერიას შორის

მწვავე დებატები პარლამენტში - იუსტიციის მინისტრი უკვე სამი საათია დეპუტატების კითხვებს პასუხობს.   

წულუკიანმა საკუთარ მოხსენებაში იმ მიღწევებსა რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, უწყებაში განახორციელა. წულუკიანს დღეს ოპოზიციისგან ბევრი კრიტიკული კითხვისა და რეპლიკის მოსმენა მოუწია.

მაშინ, როცა მინისტრი საკუთარი სამინისტროს მიღწევებზე საუბრობდა, მას სიტყვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა რამდენჯერმე გააწყვეტინა. 

„სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველომ რუსეთს მოუგო დავა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაციის ნაწილში. ცრუ გახლავთ განცხადებები, რომ ეს დავა მანამდე იყო მოგებული, როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დავა 4 634 მოქალაქის სახელით წარადგინა,რატომ დაუთმო მხოლოდ 118 პირის სია? რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ უკვე ჩვენი ხელისუფლების პირობებში უსაყვედურა იუსტიციის სამინისტროს,"-განაცხადა წულუკიანმა.

გიგა ბოკერიამ წულუკიანს სთხოვა, მოხსენების წაკითხვისას ხმამაღლა ესაუბრა, რადგან მხოლოდ ის ნაწილი ესმოდა, სადაც მინისტრი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდა. ბოკერიამ მინისტრს მოუწოდა, რომ წინა ხელისუფლების როლზეც ესაუბრა და რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სამართლებრივ დავებში მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიღწევებისთვის არ გაესვა ხაზი. 

„ქალბატონო თეაზე, წითელზე ირთვება, მწვანეზე არა. ქალბატონო თეა,  თხოვნა მაქვს,  ცოტა უფრო ხმამაღლა იმ ნაწილების გარდა სადაც წინა ხელისუფლებას ლანძღავთ არაფერი ისმოდა, განსაკუთრებით კინო დარბაზზე და ფილმების ჩვენებაზე, ვერ გავიგე და ძალიან მაინტერესებ"-მიმართა ბოკერიამ წულუკიანს.

იუსტიციის მინისტრი ბოკერიას დაჰპირდას, რომ მოხსენების შემდეგ დროს მასაც დაუთმობდა და მის რეპლიკებს უპასუხოდ არ დატოვებდა. წულუკიანმა დეპუტატს ურჩია ტელეფონიდან "თავი ამოერგო" და მისთვის მოესმინა.

„ბატონო გიგა თქვენზე დროს მერე დავხარჯავ, ახლა დამრჩა 15 წუთი, მაგრამ დაგიბრუნდებით. მე აგვისტოს ომზე ვლაპარაკობ და თქვენ ტელეფონში გაქვთ თავი ჩარგული, ამორგეთ ეს თავი და მომისმინეთ რა გავაკეთეთ ჩვენ, იმისათვის რომ გვეჩვენებინა,რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული სწორედ რუსეთი ახორციელებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს, სატელეფონო მიყურადებები, რითაც დასტურდება,რომ რუსეთის  შეიარაღებული ძალები 7 აგვისტოს დილას როკის გვირაბში შემოვიდნენ, 7 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული რელიზი, ბატონ გიგა, თქვენს დროს, რომ რუსები შემოდიან როკის გვირაბიდან შემოდიან და ვითხოვთ ეუთოს მონიტორინგის შეშვებას, საჰაერო რადარის 7/12-ის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსების სრულად აკონტროლებდნენ საჰაერო სივრცეს.

"ასევე მტკიცებულებები, სადაც ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად, რომ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს. 700-ზე მეტი მტკიცებულებაა, ჩვენ ველოდებით წელს და პესიმისტურ სცენარში გაისად, რომ ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტილებას გამოიტანს და ეს გამოგვადგება ჰააგის სისხლის მართლმსაჯულების გამოძიების საქმეზე,“- განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ის პარლამენტში სწორედ იმიტომ არის მისული, რომ ახალი რეგლამენტით ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს დეპუტატებს. წულუკიანის თქმით, წინა ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა მსგავსი რეგლამენტი შეემუშავებინა, მისი თქმით, რომც შეემუშავებინათ მისი წინამორბედი პარლამენტში არ მივიდოდა.

გიგა ბოკერიამ წულუკიანს ჰკითხა, გამოწვევებსა და პრობლემებზე როდის ისაუბრებდა, რადგან მის მოხსენებაში ძირითადად წარმატებებზე იყო საუბარი.

"მე სწორედ გავიგე?-ეს იყო წარმატებებზე მოხსენება და გამოწვევებსა და პრობლემებზე ახლა უნდა გქონდეთ ქალბატონო თეა, მოხსენება ვერ გავიგე ,თუ გამოგვრჩა და არ ისმოდა ეს ნაწილი?"- ჰკითხა ბოკერიამ წულუკიანს. 

რაზეც წულუკიანმა უპასუხა, რომ მის დემაგოგიური კითხვებზე პასუხის გაცემა ნამდვილად არ სიამოვნებდა, თუმცა ეს მისი ფუნქცია იყო. 

დღის ამბები