19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
"თქვით, რომ გაქვთ 700-ზე მეტი მტკიცებულება, როგორ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს, პრეზიდენტს რატომ უმალავთ?" - ოპოზიცია იუსტიციის მინისტრს 

საპარლამენტო ოპოზიცია თეა წულუკიანს მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტთან პირადად მივიდეს და ის მტკიცებულებები მიუტანოს, რომელიც ადასტურებს, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო. ამ წუთებში თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ოპოზიციის მთავარი კითხვა გუშინ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას უკავშირდება, რომელმაც საქართველოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„თქვენ თქვით რომ გაქვთ 700-ზე მეტი მტკიცებულება იმის შესახებ თუ როგორ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს. პრეზიდენტს რატომ უმალავთ ქალბატონო თეა,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ლელა ქებურიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში მისულ თეა წულუკიანს სთხოვეს, რომ პრეზიდენტს პირადად აუხსნას მომხდარის დეტალები და მხოლოდ დოკუმენტაციის გაგზავნით არ შემოიფარგლოს.

Image result for ხათუნა გოგორიშვილი„ვთქვათ კარგი კანდიდატობის დროს უმალავდით და არ აჩვენებდით იქნებ  პრეზიდენტი რომ გახდა ახლა მაინც აჩვენოთ. ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასე ფოსტით კი არ გაუგზავნოთ. დაუჯექით და აუხსენით იმიტომ რომ  ისეთი განცხადებები არ გააკეთოს, როგორიც თუნდაც გუშინ გააკეთა,“-განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა. 

პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობაც". თინა ბოკუჩავა დაინტერესდა, თვლის თუ არა თეა წულუკიანი, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ჰააგის სასამართლოზე რუსეთის მხარე, საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.

Image result for თინა ბოკუჩავა „თვლით თუ არა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კანდიდატის რანგში და ახლა უკვე პრეზიდენტის რანგში გუშინ, რომ დაადანაშაულა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში, ეს შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა მაშინ როდესაც დაიწყება სასამართლო განხილვები. და თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არ არის რაღაც თეორიული სასამართლო პროცესი. ამ სასამართლოს შეუძლია გასცეს კონკრეტული სასამართლო ორდერები, კონკრეტულ პირებზე . ეს საფრთხე შეიძლება დაუდგეს ჩვენს არაერთ მოქალაქეს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.  

ოპოზიციის საპასუხოდ განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაც. გია ვოლსკის განცხადებით, ის რომ ომი რუსეთმა დაიწყო ცხადია.

Image result for გია ვოლსკი„რუსეთის გეგმის მთავარი ნაწილი იყო, რომ სახელმწიფოს იმ პერიოდის ხელმძღვანელობას ეს თემა არ ეღიარებინა ბოლო წუთამდე და აღიარეს ბოლოს რომ 8-ში შემოვიდა თურმე რუსეთი და ბრძანებულება ამაზე გასცა. გეგმის ნაწილს წარმოადგენდა ის, რომ ტელევიზიით გადაეღო ჩვენივე ტელევიზიას, ქართულ ტელევიზიას და გაევრცელებინა ცხინვალის გარკვეული უბნის დაბომბვის კადრები. რუსეთმა ომი დაიწყო რასაკვირველია, მაგრამ ამ საკითხებზე, რაც ახლა მოვყევი ეს არის რუსეთის გეგმის ნაწილი. აქედან გამომდინარე კითხვაც არ არსებობს. კითხვა ერთია რომელიც შეიძლება დავსვა, რა მტკიცებულებებით მიხედვით გამარჯვებამდე,“-განაცადა გია ვოლსკიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები