19 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
მომავალშიც ანაკლიის პორტის პროექტის მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა - არჩილ თალაკვაძე

"ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი. ეს არის სახელმწიფოს მიერ დაწყებული პროექტი,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის მთავარი მოკავშირე სახელმწიფოა.

თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას საკანონმდებლო ორგანოში პასუხები გაეცემა. პარლამენტში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს ელოდებიან.

დაკავშირებული სურათი„სახელმწიფოს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ანაკლიის პორტის წარმატებისთვის. მომავალშიც ამ პროექტის მთავარი მოკავშირე არის სახელმწიფო. ამიტომ, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვა, რაც აქვს ოპოზიციას და არის მედიაში, საზოგადოების შინიგთ, დაისვას და ამაზე პასუხები იქნება გაცემული,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამ წუთებში პარლამენტში იუსტიციის მინისტრია მისული. თეა წულუკიანის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას მთავრობის კიდევ ერთი წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაიკავებს. მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ისაუბრებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები