19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
გახშირებული დანაშაული და გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება - პრემიერს მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა 

გახშირებული დანაშაული და გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება - ოპოზიცია პრემიერთან შესახვედრად ემზადება.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ქვეყანა დანაშაულის დონით, 90-იან წლების პერიოდს უბრუნდება. პრემიერი კრიმინოგენულ ვითარებაზე სასაუბროდ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგლამენტში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, ინტერპელაციის წესით დაიბარა.

ეს ცვლილება დეპუტატთა ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას მთავრობის წევრი ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაიბაროს საკანონმდებლო ორგანოში.

Image result for რომან გოცირიძე„იმის გამო, რომ ქვეყანაში საშინლად არის გაუარესებული კრიმინოგენული ვითარება, ყველა მიმართულებით, არის დანაშაულის ზრდა. ქუჩაშიც ეტყობა ყველაფერს. ბანკების გაქურდვა ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და დაგვიბრუნდა ისეთი დანაშაულებები, როგორიც იყო შევარდნაძის დროს. მაგალითად, მანქანის ნაწილების მოპარვა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე. 

მამუკა ბახტაძეს ოპონენტების მწვავე კითხვებისთვის მოუწევს პასუხის გაცემა, თუმცა მანამდე მთავრობის მეთაური, დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგება. "ევროპული საქართველოს" წევრები დაინტერესდებიან, რატომ არ აქვს მთავრობის მეთაურს გეგმა, ვითარების გამოსასწორებლად. 

Image result for ოთარ კახიძე„პრემიერ მინისტრთან ჩვენ გვაქვს კითხვა, პირველი - ამდენი ხანი გავიდა უკვე, რაც ის ამ პოსტს იკავებს, უკვე 9 თვე იწურება და რატომ არ წარმოადგინა არც ერთი ინიციატივა, რომელიც ამ მძიმე ვითარების გამოსწორებისკენ იქნება ორიენტირებული. რატომ არ აქვს არავითარი ხედვა, როგორ უნდა ებრძოლოს გაზრდილ კრიმინალს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.

ქვეყანაში დანაშაულის მატებაზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც.

Image result for არჩილ თალაკვაძე„მოველი, რომ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს ინფორმაციას მიმდინარე რეფორმების შესახებ, რა კეთდება დანაშაულის პრევენციის და ასევე რა კეთდება მომხდარ დანაშაულზე რეაგირების მიმართულებებით,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილსაც მოუსმენენ.

დღის ამბები