სწორედ ასეთი განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველო ემსგავსება პუტინისტურ სახელმწიფოს, - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებებს პასუხობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციაში იყვნენ ჩართული.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციისა და მედიის შემდეგ, პუტინის რუსეთის მსგავსად ხელისუფლება თავს ესხმის სამოქალაქო სექტორსაც, რაც საშიში ტენდენციაა.
"კობახიძის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს , იმას, რომ რეალურად ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა უფრო და უფრო ემსგავსება პუტინისტურ ავტოკრატიულ სახელმწიფოს. სადაც მთავარი კრიტიკის საგანი არის არამხოლოდ ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია, არამედ დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის საშიში ტენდენცია და იმიტომ არის საერთაშორისო საზოგადოება დიდ შეშფოთებას გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.