19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
"ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ ჩვენ არჩევნებს ვერ ვატარებთ" - უსუფაშვილი

ასე პოლიტიკურ ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ არჩევნების ჩატარება - აცხადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული არჩევნების პროცესში არსებულმა ყველა მავნე პრაქტიკამ ერთად მოიყარა თავი.

„ყველაფერი რაც კი ცუდი ახასიათებდა ქართულ საარჩევნო ინდუსტრიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოიყარა თავიო,ეს ნიშნავს,რომ ჩვენ ასეთ პოლიტიკურ ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს არა საარჩევნო ხარვეზები, არამედ ჩვენ არჩევნებს ვერ ვატარებთ და არჩევნები უნდა ჩავატაროთ,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე კი აცხადებს, რომ გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები უკიდურესად არათანაბარი საარჩევნო გარემოში ჩატარდა და გამოყენებული იყო დიდი ადმინისტრაციული რესურსი.

„ეს ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე იჩენს თავს. ამ ყველაფერს დაემატება უკვე დამნაშავეობრივი საარჩევნო სისტემა,“-გაბნაცხადა მამუკა კაციტაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიცია თბილისში მიმდინარე კონფერენციას ესწრება.  „2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები:მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები“-ამ სახელწოდებით კონფერენცია საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გახსნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები