19 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ, მანამდე არაფერი შეიცვლება - ბოკერია პრემიერს

მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ კრიმინალი და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან მთავარი მოკავშირეები მმართველი პარტიის, ივანიშვილის გუნდის, ყველა არჩევნებზე - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერს.

გიგა ბოკერიამ ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების დამოკიდებულება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თავად მთავრობა თანამშრომლობს კრიმინალურ ავტორიტეტებთან.

„სანამ ვიცით, რომ სწორედ ამ ხალხის მეშვეობით ხდება ზეწოლა ამომრჩევლებზე მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სანამ ვიცით, რომ ოპონენტებზე თავდასხმისთვის, მათ შორის, ისეთი თავდასხმებისთვის, რომლებიც ფირზეა აღბეჭდილი, დღისით-მზისით ხდება, ამ კრიმინალებს გამოიყენებენ, ამ მენტალიტეტის ხალხს და ისინი დაუსჯელები არიან,“ - განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, დაუსჯელობის სინდრომიდან გამომდინარე, ქვეყანაში კრიმინალური ფონი არ შეიცვლება.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„სანამ ყველამ იცის, რომ რიგითი პოლიციელების დამცირება, ფიზიკური შეურაცხყოფაც დაუსჯელი დარჩება თუ ეს დანაშაული ჩაიდინა თქვენს გუნდთან, თქვენთან დაკავშირებულმა ხალხმაც, ვინც მერე არჩევნებზე გეხმარებიან. სანამ ისეთ შემთხვევებში კი, სადაც მთელი საზოგადოება ყალყზე დადგება, ჩვენ კი არა - ოპოზიცია, თქვენი მომხრეებიც, როგორიც იყო სარალიძის საქმე მთავარი გზავნილი თქვენი, იქნება, რომ ასეთ უმძიმეს დანაშაულში დასასჯელი პირიც კი დაუსჯელი დარჩება, თუ მას თქვენს გუნდში მაღალი გავლენის პირი ჰყავს ახლობელი ან ნათესავი. სანამ ყველა პრობლემაზე პასუხი არის უტიფარი სიცრუე პოლიტიკური, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, როცა თქვენმა გუნდმა დახურა. ჯერ გაყალბება დაიწყო სტატისტიკის ღარიბაშვილმა, თქვენმა ახალმა პოლიტიკურმა უფროსმა, ძველმა ახალმა,“ - ამბობს ბოკერია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყოველთვის პასუხისმგებლობის არიდებას და წინა მთავრობისთვის გადაბრალებას ცდილობს.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„სანამ ყოველთვის, როცა გაიჭედებით ერთადერთი პასუხი გაქვთ თუნდაც ლეგიტიმური, მძიმე პრობლემებზე ჩვენი გუნდის წარსულის აპელირება და მისი დემონიზება და ლანძღვა და გესლის ნთხევა... სანამ ეს ვითარებაა ბატონო პრემიერ-მინისტრო, შეუძლებელი იქნება შემოტრიალება ამ ამბის სანამ დისკუსიაც კი არ გვაქვს იმაზე, რაშია პრობლემა... სანამ თქვენი უფროსი ივანიშვილი არის მოცული მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების ნებისმიერ ფასად და ტივტივით ამ ჭაობზე, როგორსაც ის ხედავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, რომ ყველას უნდა გაუსწორო, რომ ნეპოტიზმი და ჩაწყობა არის ქართველების ბუნებრივი თვისება. სანამ ამ მენტალიტეტის ხართ თქვენ, მანამდე არაფერი შეიცვლება, ამიტომ უნდა შეიცვალოთ თქვენ მშვიდობიანად და დემოკრატიულად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები