19 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
ხელისუფლება, რომელსაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავზე გადაახია კონსტიტუცია და კანონი, ის სამოქალაქო სექტორზე არ უნდა საუბრობდეს - სალაძე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ირაკლი კობახიძეს ურჩევენ, სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ნაცვლად, მეტი ყურადღება დაუთმოს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ხდება. 

კობახიძემ დღეს არასამთავრობო სექტორი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აგიტაციაში დაადანაშაულა. სულხან სალაძე კი ამბობს, რომ იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც "იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავზე გადაახია კონსტიტუცია და კანონი", სამოქალაქო საზოგადოების სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბარი უხერხულია. 

Related image„ამ ქვეყანაში თუ რომელიმე სექტორი არის სუსტი, ეს არის ხელისუფლება და განსაკუთრებით, ეს მოდის, მათ შორის, პარლამენტზე, ეს  პასუხისმგებლობა ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით. ეს ერთი, მეორე - ხელისუფლება, რომელსაც ბოდიში, და თავზე გადაახია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ბოლოს კონსტიტუცია და კანონი და ისე გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, ხელისუფლება, რომელმაც მიიღო პირველი მოსმენით კანონი უზენაეს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, ის არ უნდა საუბრობდეს სუსტ და ძლიერ მხარეებზე სამოქალაქო სექტორის. მე მინდა ვურჩიო ბატონ კობახიძეს, რომ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ხდება და თავი დაანებოს სამოქალაქო სექტორის კრიტიკას. ამით ის არ აზიანებს სამოქალაქო სექტორს, აზიანებს ამით ქართულ სახელმწიფოს, “- საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დირექტორი კობახიძის განცხადებებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აგიტაციას ეწეოდა, სამარცხვინოს უწოდებს. მიხეილ ბენიძე კობახიძეს ურჩევს საკუთარი ნდობა და რეიტინგები გაზომოს.

Image result for მიხეილ ბენიძე„ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იტყუება ყველა ამ ნაწილში, როდესაც ამბობს, რომ თითქოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რაღაც კამპანიაში ვიყავით ჩართული, თითქოს "სამართლიანი არჩევნები" რომელიმე პოლიტიკოსს, რომელიმე კანდიდატს უჭერდა მხარს, ან არ უჭერდა. როდესაც ჩვენ ნდობას ზომავს, მე ალბათ ვურჩევდი, პირველ რიგში საკუთარი ნდობა გაზომოს და საკუთარი რეიტინგები, იმიტომ, რომ სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტი თავმჯდომარე არის დაკავებული მუდმივად ყველა ფორუმზე არასამთავრობო სექტორზე თავდასხმებისა, ნაცვლად იმისა, რომ იმსჯელოს, ვთქვათ, ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე,“- აცხადებს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ კობახიძემ სამოქალაქო სექტორის მიმართ ცრუ ბრალდებები წამოაყენა. მისი აზრით, ირაკლი კობახიძის თავდასხმას არასამთავრობო ორგანიზაციებზე ერთადერთი მიზეზი აქვს, ხელისუფლებას არ აქვს პასუხები იმ პრობლემებზე,რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებამ წარმოაჩინა.

„ ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მატყუარა პარ​ლამენტის თავმჯდომარე რეალურად, ვინაიდან, ის რაზეც ის საუბრობდა არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც იგი ამბობდა, რომ ჩვენ ვითომდა სალომე ზურაბიშვილისთვის 30 თეთრის შეწირვის კამპანიის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას ვახდენდით, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როგორც ჩანს, არ აქვთ მათ კონტრარგუმენტები იმ პრობლემებზე რაც ჩვენ მიმოვიხილეთ და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ამიტომ ხდება უბრალოდ მცდელობა იმისა, რომ ჩვენ ჩირქი მოგვცხონ. საინტერესოა კითხვას თუ უსვამენ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება, რომ იგივე პრობლემები რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მოხვედრილიყო ზუსტად ეუთოს ანგარიშებშიც და ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები