განათლების მინისტრი პარლამენტის ცარიელ დარბაზში - მიხეილ ბატიაშვილს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.
ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველოს" მოთხოვნით, ინტერპელაციის ფარგლებში მივიდა, თუმცა დარბაზი ფაქტობრივად ცარიელია. სესიაზე შეკრებილი დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
დარბაზში სულ 23 დეპუტატი იმყოფება. მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.
სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია.