19 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
სააშკარაოზე გამოვიდა ის, რაზეც კულუარებში საუბრობენ, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის უკან რუსული ინტერესები დგას - სამადაშვილი FOX NEWS-ის სტატიაზე საუბრობს

სტატია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის დახმარებით მოვიდა - ასე ეხმაურება საპარლამენტო ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავლენიანი ამერიკული ტელეარხის FOX NEWS-ის სტატიას. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამ სტატიით საჯარო გახდა ის, რაზეც ამდენი ხნის მანძილზე კულუარებში საუბრობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

„ძალიან შემაშფოთებელია ის რომ ამ შიდა დაპირისპირებაში, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ში  რუსეთთან კავშირებს რაც შეეხება, ფაქტობრივად პირდაპირ არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, როგორც პუტინის მოკავშირე საქართველოში და შეიძლება ითქვას, რომ ჰილარი კლინტონს მისი მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ იმაში,რომ მას ჰქონდა კავშირი არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილთან. პირდაპირ არის საუბარი იმაზე,რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლას საქართველოში ხელი შეუწყო რუსეთმა.

"როგორც ჩანს ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია ის, რომ კლინტონს სავარაუდოდ შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან. ამ ინფორმაციით სააშკარაოზე გამოვიდა ის, რაც დიდი ხანია კულუარებში ითქმება, რომ  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსავლის უკან რეალურად დგას რუსული ინტერესები ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემამ ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები მოიპოვა. 756-გვერდიანი მიმოწერიდან ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ეხება. ამ წერილების ანალიზზე დაყრდნობით ფოქს ნიუსი წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა. სტატიაში ასევე საუბარია პიროვნებაზე, მისი ვინაობა არ სახელდება, ის სავარაუდოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ის სავარაუდოდ ივანიშვილს არჩევნების წინ შეხვდა, თუმცა სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2012 წელს ივანიშვილი ახალი ამბების სათაურებში კვლავ მოხვდა, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც კლინტონთან შეხვედრაზე უარი თქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები