"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია FOX NEWS-ის სკანდალურ სტატიას ეხმაურება.
გიგა ბოკერიას თქმით, სტატიაში პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ის პირი ლობირებდა, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციაში შემჩნეული იყო რუსული ინტერესების გატარებაში.
ბოკერია ამბობს ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში თავისი პოლიტიკური პოზიციების ლობირებისთვის საქართველოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნარატივს იყენებდა.
„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური პოზიციების ლობირებისთვის შეერთებულ შტატებში იყენებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნარატივს, რომ საქართველოში უნდა მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც რუსეთის პოლიტიკას არ გააპროტესტებს და არ შეუქმნის პრობლემას ამერიკაში გადატვირთვას.
"გასაგებია, ყველა პოლიტიკური ფიგურა შეიძლება ცდილობდეს აშშ-სთან საკუთარი პოზიციების გამყარებას, მაგრამ თუ ამ გზავნილისას იმ ხაზს აწვები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგია და ორჯერ ორი ოთხია, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესების საწინააღმდეგოა,რომ საქართველოს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც რუსულ პოლიტიკას არ გააპროტესტებს და არ ილობირებს დასავლეთის მხარდაჭერას.
"ამ პირების მეშვეობით, რომლებიც შემჩნეული იყვნენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში პრორუსული ხაზის ლობირებით, იგივე პირების მეშვეობით ჩვენი დღევანდელი არაფორმალური პარტიის ლიდერი, კომპარტიის ლიდერის მსგავსად, ხელმძღვანელი ჩვენი ქვეყნის, ბიძინა ივანიშვილი, აწვებოდა იგივე მიმართულებას.
"ამ მეილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ლობისტი ბიძინა ივანიშვილის ეუბნება, რომ იქ არის არჩევნები დღევანდელი მთავრობა, რომელიც იქ არის (იყო) ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას და ეს შეიძლება პრობლემა იყოს გადატვირთვისთვის და მათი პარტნიორი არის პოლიტიკური ძალა და ლიდერი, რომელიც ამ პრობლემას მოუგვარებს გადატვირთვას, რას ნიშნავს ეს?-ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ გააპროტესტებს რუსულ პოლიტიკას“-აცხადებს გიგა ბოკერია.