ოპოზიციური პარტიები მთავრობისგან ქუთაისის ფუნქციისა და როლის განსაზღვრისთვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითხოვენ
მათ ბიძინა ივანიშვილს, მამუკა ბახტაძეს და ირაკლი კობახიძეს მიმართვა გაუგზავნეს და ქუთაისთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა მოითხოვეს.
მათი განცხადებით, პარლამენტის დედაქალაქში გადატანით ქუთაისმა საპარლამენტო სტატუსი დაკარგა, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი კი, მისი მშენებლობის ტემპიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგას.
ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა, ამ ყველაფრის ფონზე კი ქუთაიში სოციალურ-ეკონომიკური ფონი დამძიმდა.