ნატოს გენერალური მდივანი ხვალ საქართველოში ჩამოვა.
იენს სტოლტენბერგი პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის წევრებს შეხვდება.
ის, ასევე, დაესწრება რიგით მეორე ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელშიც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლება წვრთნისა და შეფასების ცენტრში მიმდინარეობს.
ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში. თბილისში ის ერთი დღით დარჩება.