19 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
TBC ბანკის საქმის და ანაკლიის პროექტის დაკავშირება ერთმანეთთან არასწორია - მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი "რუსთავი 2"-ის გადაცემა „ფორბსის კვირაში“ მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თიბისი ბანკის დამფუძნებლის განმარტება, რომ ანაკლიიის პროექტთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების დროს ის ხშირად ხვდებოდა მთავრობის წამრომადგენლებს, რაც მოქმედი ხელისუფლების პირობებში აღარ ხდება, არ შეესაბამება სიმართლეს. მისი თქმით, წინა მთავრობაში სავარაუდოდ მამუკა ხაზარაძემ ირაკლი ღარიბაშვილის იგულისხმა, რადგან სწორედ მისი პრემიერობის დროს დაიწყო ამ საკითხზე საუბარი.

„მე საერთოდ ისე აღვიქვი რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე წინა მთავრობაში გულისხმობდა წინა პრემიერ მინისტრს. იმიტომ რომ ინტერესთა გამოხატვა ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა 2014 წელს,  როდესაც  ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი. შემდეგ ხელშეკრულება გაფორმდა და კონსორციუმი  გამარჯვებულად გამოცხადდა ბატონი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს და ახლა ბატონი მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის დროს ასევე ხედავთ, რომ ძალიან ბევრი  ნაბიჯი ხელშემწყობი, ბოლო გადავადება თუნდაც რაც განხორციელდა, ასევე ბანკებთან მოლაპარაკება,"-აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

მაია ცქიტიშვილი ასევე გამოეხმაურა ბიზნესმენის გამცხადებას, სადაც ის თიბისი ბანკის საქმესა და ანაკლიის პორტის პროექტს ერთმანეთს უკავშირებს. ცქიტიშვილის თქმით, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან კავშირში არ არის.

„ანაკლიის პროექტის განვითარებას არ უწყობს ხელს ასე ვიტყოდი არც ერთი კითხვა, არც ერთი ასეთი ტიპის განცხადებები და არც დაძაბული ფონი და აჟიოტაჟი. მიმდინარეობს ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმი. ბანკებს, კონსორციუმსა და მთავრობას შორის. ამ პროცესისთვის ხელი არ შეუშლია არავითარ კითხვას, არავითარ პროცესს. აქედან გამომდინარე ამ საკითხების დაკავშირება ერთმანე​თთან არ არის სწორი,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები