19 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი ვიზიტს პრემიერთან შეხვედრით იწყებს - ნატოს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლით დაიწყო.  იენს სტოლტენბერგის და მამუკა ბახტაძის შეხვედრა, ამ წუთებში იწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ იენს სტოლტენბერგი და მამუკა ბახტაძე  მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დღესვე დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდეტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ეს კვირა შეიძლება ჩაითვალოს ნატოს კვირეულად, რადგან საქართველოში ნატოს კომიტეტის სხდომა გაიმართება და ნატოს წევრი ქვეყნების გენერალიტეტის წარმომადგენლები ჩამოვლენ. 

რაც შეეხება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს 2019-ის სწავლებაში.  

სტოლტენბერგი გეგმავს მრავალეროვან ბრიგადას შეხვდეს, რომელიც ნატო-საქართველოს სწავლებაში მონაწილეობენ.

ვიზიტის შესახებ  "კურიერთან" ინტერვიუში ისაუბრა იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისში ჩამოსულმა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაიმ თქვა, რომ დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში.

Related image"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ნატოს კვირეული მიმდინარეობს. აქ ჩამოსულები არიან გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტის წევრები, მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები. ასე რომ, დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე ოდესმე. მიმდინარე წვრთნები ძალზე მნიშვნელოვანია. სამხედრო დანაყოფების შტაბების სწავლება ფოკუსირებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე. საქართველო უკვე წარმატებით მოღვაწეობს სამშვიდობო მისიებში ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში. მიმდინარე წვრთნები პარტნიორებისა და მოკავშირეების შეხვედრაა და ამ სწავლებაში 24 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველივე ეს აგზავნის სიგნალს და ჩვენს შორის თანამშრომლობას უკეთესს ხდის,"-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

დღის ამბები