19 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
მოგიწოდებთ ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი - იენს სტოლტენბერგი 

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში - ეს განცხადება, ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა. იენს სტოლტენბერგი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, შემდეგ კი განცხადება ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. 

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს დამოკიდებულება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, არ შეცვლილა. მისი თქმით,  საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია, რასაც დღეს მიმდინარე ერთობლივი წვრთნები კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

"ეს არის ერთობლივი სწავლება, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ადასტურებს იმას, რომ ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან ძლიერი ამ პარტნიორობის ფარგლებში.

მეორეჯერ ვიმყოფები გენერალური მდივნის რანგში. ეს იმისი ნიშნავს, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფების მონაწილეობა ჩვენს მოკავშირე ქვეყნებთან ერთად არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს ერთობლივი სწავლება ტარდება შეფასების და წვრთნის ერთობლივი ცენტრის ეგიდით და 2015 წელს ჩაეყარა მას საფუძველი. ცენტრის გახსნა იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ერთობლივი პროგრამის განხორციელების ფარგლებში ჩვენ  მიგვაჩნია რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის ჩვენს ურთიერთობაში და 2015 წელს ამას ხაზი გაესვა კვლავ.საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია. 

გასულ წელს ჩვენ კვლავ გავუსვით ამას ხაზი. გადაწყვეტილება 2008 წელს, რომელიც იქნა მიღებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

თქვენ ხართ არაწევრი, თუმცაღა დიდი წვლილის შემტანი ჩვენს საქმიანობაში. თქვენ ახორციელებთ მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობას და ჩვენი რეაგირების ცენტრებში აქტიურად მონაწილეობთ. ეს სწავლება ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგვაჩნია. საქართველომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კვალობაზე,“-განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და თქვა, რომ მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს ოკუპრიებული რეგიონების აღიარების განცხადება და გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

"„გაძლიერდა პარლამენტის მიერ უსაფრთხოების სფეროს ზედამხედველობის როლი. ასევე სასამართლო სისტემის მიმართულებით გაძლიერდა რეფორმის განხორციელება. იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით ძალისხმევა კიდევ გაგრძელდება მომავალში და კიდევ უფრო ეფექტური დაცვის ინსტიტუციები იარსებებს ქვეყანაში. ასევე მივესალმები იმას, რომ თქვენ ვალდებულებად იკისრეთ მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტი გამოიყოს თავდაცვის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ თანხის 20 პროცენტი წავა აპარატურაზე და მოდერნიზაციაზე. ეს გააძლიერებს თქვენს თავდაცვის ძალებს და რეგიონული უსაფრთხოების პროგრამაში მონაწილეობას. მე მივესალმები ყველა ამ ინიციატივას და მოგიწოდებთ გააგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენს ალიანსში ძალიან მკვეთრი როლი იქონიოთ და საბოლოო ჯამში გახდეთ ჩვენი წევრი. იმედი გვაქვს, მალე მოგესალმებით ნატოში,"-განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები