მთაწმინდის ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი, ლადო კახაძე იქნება. განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
მთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების საჭიროება სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დადგა დღის წესრიგში. სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში სწორედ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარის რანგში იმყოფებოდა, თუმცა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მას უფლებამოსილება შეუწყდა.