19 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
მთავარი გზავნილი იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე, რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან, რუსეთის ქმედებები - პრეზიდენტი სტოლტენბერგთან შეხვედრაზე 

„ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ნატოს გენერალურ მდივანს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო. ესაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცების პროცესზე, მცოცავ ოკუპაციასა და ოკუპანტის მხრიდან მუდმივ მუქარაზე. 

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის დროს არჩევნებზე არ უსაუბრიათ და საუბარი მხოლოდ თავდაცვის თემებს შეეხო.

„არჩევნები სულ არ ყოფილა. აქ იყო ღია კარების პოლიტიკა და ის მიდგომა, რაც არის ნატო-სი, რომ რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა იყოს ნატო-სთან. მაგრამ ჩემი მთავარი გზავნილი დღეს სწორედ იყო ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე. რამეთუ ძალიან დამძიმდა ოკუპაციის ხაზთან, ყველა რუსეთის ქმედებები - ეს იქნება მცოცავი საზღვარი სხვადასხვა ადგილებზე, ეს იქნება გატაცებები თუ ეს იქნება ის მუქარები, რაც ისმოდა თუნდაც ბოლო პერიოდში, თუნდაც ნატო-ს წვრთნების შესახებ,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეხვედრებმა პოლიტიკური დატვირთვა უნდა შეიძინოს.

სალომე ზურაბიშვილი-ის სურათის შედეგი„ჩვენ არ ვიცვლით ჩვენს სამშვიდობო გზავნილებს. სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია. უნდა გააქტიურდეს ჟენევის ფორმატი, უნდა მიიღოს იმან პოლიტიკური დატვირთვა ან ჟენევაში ან სხვაგან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის მოლაპარაკებების გადახედვის წინადადებით გამოვიდა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ფორმატი ეფექტური არ არის და ცვლილებებია საჭირო.

ჟენევის ფორმატში საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტნიორებთან ერთად ზის, რაც რუსეთისთვის არასასიამოვნოა და ზურაბიშვილზე ადრე ამ ფორმატის გადახედვას სწორედ ოკუპანტი ქვეყანა ითხოვდა.

სალომე ზურაბიშვილთან იენს სტოლტენბერგის აუდიენცია უკვე დასრულებულია და გენერალური მდივანი ახლა ნატო-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლების ცენტრს მოინახულებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები