ორმაგი აკუსტიკის პრობლემაა პარლამენტში, ერთი, რომ ერთმანეთს არ უსმენენ და მეორე, ტექნიკურად არის რთული - ეს განცხადება, დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
ბესელია თბილისის პარლამენტში არსებულ ტექნიკურ პრობლემებს გამოეხმაურა. საკანონმდებლო ორგანოში აკუსტიკის პრობლემაა. კანონმდებლების თქმით, ამ მიზეზით სხდომათა დარბაზში ყოფნა გაუსაძლისია, რადგან დარბაზის ბოლოს, ტრიბუნასთან მდგომის ხმა არ ისმის.
ბესელია ტექნიკურ პრობლემას ადასტურებს და ასევე ამბობს, რომ გარდა ამისა, დეპუტატები ერთმანეთსაც არ უსმენენ.
„ორმაგი აკუსტიკის პრობლემაა პარლამენტში. ერთი, რომ ერთმანეთს არ უსმენენ და მეორე, ტექნიკურად არის რთული. ამიტომ ჯობია, ერთმანეთს უფრო მეტად მოუსმინონ და პარლამენტის წევრები უფრო მეტად დაინტერესდნენ საპარლამენტო მუშაობით და უფრო კარგად გავიგონებთ ერთმანეთის ხმას, თუ მოვინდომებთ,“- განაცხადა ბესელიამ.