19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
დიდი მადლობა სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის - სტოლტენბერგი კრწანისის სასწავლო ცენტრში ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა 

ნატოს გენერალური მდივანი კრწანისის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი მრავალეროვნული სწავლების პროცესს გაეცნო და ქართველ სამხედროებს შეხვდა.

სტოლტენბერგი თბილისში, სწორედ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ფარგლებში იმყოფება.

ნატოს გენერალური მდივანმა, დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს,  ავღანეთში, ქართველი სამხედროების ღვაწლსა და დამსახურებებზე ისაუბრა. მან ქართველ სამხედროებს, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

იენს სტოლტენბერგი-ის სურათის შედეგი

„თქვენი სამსახური უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის. თქვენ ებრძოდით ტერორიზმს. ჩვენი მიზანი ავღანეთში ბრძოლისა არის ის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა არასდროს გახდება ტერორიზმის ბუდე. ძალიან დიდი მადლობა სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი ალქაიდასთვის,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ლევან იზორიას თქმით, მრავალეროვნული სწავლება პირველი, რომლის დაგეგმვასაც სრულად ქართული მხარე ხელმძღვანელობს.

ლევან იზორია-ის სურათის შედეგი

„აღიარა ბატონმა გენერალურმა მდივანმა დღეს, რომ ძალიან შთამბეჭდავი რეფორმები განხორციელდა თავდაცვის უწყების ფარგლებში. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შევძელით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თავდაცვის ბიუჯეტიდან 20% მიგვემართა ძირითადი შეიარაღების შესყიდვებისთვის და აღნიშნა ინტენსივობა და მაღალი დინამიკა  და მასშტაბურობა ერთობლივი სწავლებისა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად ჩავატარებთ და რომელსაც ასევე ექნება მომავალი მყარი საფუძველი კიდევ უფრო ნატოსთან დაახლოების ჩვენი ქვეყნისა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

მრავალეროვნული სწავლება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 24 ქვეყანა მონაწილეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები