19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაბლოკოს - სტოლტენბერგი

„არასდროს დავუშვებთ, რომ რუსეთმა ვეტო გამოიყენოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დაბლოკოს,“-ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით ალიანსის მოკავშირეებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ამას რუსეთი ვერ დაბლოკავს. სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა ორიენტირდეს რეფორმებზე.

„საქართველო სუვერენული ქვეყანაა და სუვერენული ქვეყნები თავად წყვეტენ რა გზა აირჩიონ. გახდნენ თუ არა ნატო-ს წევრები. ასე, რომ რუსეთი ვერანაირად ვერ დაბლოკავს. ნატო-ს მოკავშირეებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ვიცით  ოკოპირებული ტერიტორიების სტატუსი. ეს არის ის საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც გზა უნდა გამოვნახოთ. მაგრამ ახლა მთავარია საქართველოს მთელი ყურადღება მიმართული იყოს რეფორმებისკენ, მათი განხორციელებასა და გაგრძელებისკენ,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები