19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
"ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაჰკიდოს ხელი" - ბესელია კობახიძეზე საუბრობს

"ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაჰკიდოს ხელი,“- ასე უპასუხა ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყოფილ თანაგუნდელს დახმარების ხელი უნდა გაუწოდოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დაასრულა.

ეკა ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძის მიერ გაწვდილ ხელს არასდროს მიიღებს.

Image may contain: 1 person, text„კობახიძემ სწორედ იმიტომ, რომ როგორმე შეენარჩუნებინა ეს თანამდებობა, რაც, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს, არა მარტო "ნაციონალურ მოძრაობას" გაუწოდა ხელი, მათ შორის"ევროპულ საქართველოსაც" ფეხქვეშ გაეგო, არამედ ადეიშვილის და სააკაშვილის ჯალათებსაც გაუწოდა ხელი. ჯალათებისა და მოძალადეებისთვის გაწვდილ ხელს მე არასდროს მივიღებ.

"დავასრულე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. დავასრულე იმ სხდომაზე, როდესაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ ჩემთან და არ მივიღე მისი ბოდიში, რომელიც იმიტომ მოიხადა, რომ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს ქვეყანას. ახლა დარჩენილია მისი ფორმალური წასვლის საკითხი და ვიდრე გადაწვავს პარლამენტს, იქნებ უშველის მისმა პატრონმა და ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ, ოღონდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მასთან ხელჩაკიდებულ კობახიძესაც ძალიან მალე დავასრულებ,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელზე საუბრისას განაცხადა, ეკა ბესელია ძალაუფლების გარეშეა დარჩენილი, მძიმე მდგომარეობაშია და მას დახმარება სჭირდება. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები