თუ გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა... ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად მოვისმინოთ ანგარიში, - ეს განცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენელი შემოღებულ საბანკო რეგულაციებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ რეგულაციები უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე.
ირმა ნადირაშვილი რეგულაციებს უაზროს უწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ ანგარიში მოისმინონ.
"ევროპული საქართველო" კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს და კობა გვენეტაძეს მოუწოდებს, საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს და დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდოს.
„თუ გვენეტაძე ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, რამხელა შარში გახვია მთელი ქვეყანა, როგორ ემუქრება მისი რეგულაციები ბიზნესს, ადამიანებს სამუშაო ადგილებს აკარგვინებს და ადამიანები მძიმე მდგომარეობაში არიან ჩამდგარი ამ უაზრო რეგულაციების შედეგად, ჩვენ გვინდა, რომ სწრაფად მოვისმინოთ ანგარიში, როგორია პირველი კვარტლის შედეგები. გვენეტაძეს მოვუწოდებთ, ამ თემაზე სასაუბროდ, როგორც დაპირებული იყო, პარლამენტში მოვიდეს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.