19 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოს - პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ჟენევის ფორმატის გაფართოების იდეით გამოდის. როგორც ზურაბიშვილი twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში წერს, არსებული ფორმატი უფრო მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით უნდა შეიცვალოს.

"არსებული ფორმატი უფრო მაღალი დონის დიპლომატიური და პოლიტიკური დიალოგით უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ შეგვიძლია გადავჭრათ ჩვენი კონფლიქტი იმ ფორმატით, რომელიც უბრალოდ ტექნიკური საკითხებით არის დაკავებული,"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით დღეს განმარტება მისმა პრესსპიკერმაც გააკეთა.

„ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა, არის უალტერნატივო, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მათზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე პრეზიდენტს მიაჩნია რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება ყველა შესაძლო შესაძლებლობის გათვალისწინებით. ნებისმიერი შემთხვევაში არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება,“-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. 

დღის ამბები