19 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
„სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ მშობლის თანხლებით და სასულიერო პირის ჩართვით" - სოფო კილაძე

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებს მხოლოდ მშობლის თანხმობის შემთხვევაში შეეძლებათ - ამის შესახებ განცხადება სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსში" შესატან ცვლილებებზე იმსაჯელეს.

კომიტეტის თავმჯდომარე თვლის, რომ მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მის შვილს მსგავსი შინაარსის გაკვეთილები ჩაუტარდეს. ასევე, სოფო კილაძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, მოითხოვოს სასულიერო პირების ჩართვაც. 

„სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ  მშობლის თანხლებით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ კრიზისულ შემთხვევებში მართლმადიდებლურ ეკლესიას და ასევე სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს ოჯახი, მათ უფლება ექნებათ, რომ ჩაერთონ და  კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს ანტიეროვნული? რა თქმა უნდა, არ შეიძლება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ. 

პარლამენტმა შესაბამის ცვლილებებს პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

დღის ამბები